ნეპალის ხელისუფლებამ შეწყვიტა ტურისტული ვიზების გაცემა და მთამსვლელებისთვის, რომელთა მიზანიც უმაღლესი მწვერვალების დაპყრობაა, შეზღუდვები შემოიღო. მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალ ევერესტზე დაგეგმილი ყველანაირი ექსპედიცია შეწყდა, მიზეზი კორონავირუსია, რომელსაც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ უკვე პანდემიის სტატუსი მიანიჭა.
ამ დროისთვის ნეპალში კორონავირუსზე 450 ადამიანია შემოწმებული, დადებითი ტესტი კი, მხოლოდ ერთ სტუდენტს აღმოაჩნდა, რომელიც სამშობლოში ჩინეთიდან დაბრუნდა. ბოლო პერიოდში ეს მხოლოდ მე-2 შემთხვევაა, როდესაც ნეპალმა ალპინისტებისთვის შეზღუდვები შემოიღო. 2015 წელს ექსპედიციები მას შემდეგ გაუქმდა, რაც ძლიერმა მიწისძვრამ ქვეყანაში 9 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა.