18 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რიცხვი ფოთში 12-მდე გაიზარდა

ფოთში, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რიცხვი 12-მდე გაიზარდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, აქედან ერთი ესპანეთიდან, ხოლო დანარჩენები გერმანიიდან ჩამოვიდნენ. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"დღეისათვის 12 ადამიანი გვყავს თვითიზოლაციის რეჟიმში. ყველა მამაკაცია. აქედან ერთი, 40 წლამდე მოქალაქე ესპანეთიდან ჩამოვიდა, დანარჩენები  18-დან 42 წლამდე - გერმანიიდან. თითოეული მათგანის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი.

გუშინვე მოხდა ყველა საიზოლაციო სივრცის შეფასება, აკმაყოფილებს რეკომენდაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. თვითონაც ძალიან გაგებით მოეკიდნენ ამ საკითხს, მკაცრად იცავენ თვითიზოლაციის წესებს  და სათანადო პირობებში იმყოფებიან. ჯერჯერობით კლინიკურად არანაირი გამოვლინება არა აქვთ," - განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

დღის ამბები