კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით ჩერდება.
შეზღუდვა არ ეხება რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ბრუნდებიან. სიახლე არ გავრცელდება სატვირთო გადაზიდვებზეც. საზღვარზე მოქალაქეებს სპეციალისტები ამოწმებენ.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, შედგა ჩემი საუბარი გრიგორი კარასინითან. კორონავირუსის საფრთხის გავრცელების გათვალისწინებით, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ. ეს შეზღუდვა არ გავრცელდება სატვირთო გადაზიდვებსა და იმ მოქალაქეებზე, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან," - განმარტა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.