10 მაისი 2024,   21:54
ვრცლად
კლინიკებში საკარანტინო პერიოდი 14 დღის ნაცვლად 20 დღემდე განისაზღვრა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ დღეს იმ ინფიცირებულ პაციენტთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომლის გაწერაც განმეორებითი ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დღეს იგეგმებოდა.

როგორც დღეს მარინა ეზუგბაიამ განმარტა, საინკუბაციო პერიოდი გაიზარდა და გახდა 20 დღე, 14 დღის ნაცვლად, ამიტომ აღნიშნული პაციენტი კვლავ რჩება საავადმყოფოში ექიმების დაკვირვების ქვეშ. ამ პერიოდის ფარგლებში მას დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება. 

"განმეორებით მიღებული ტესტის შედეგები კიდევ მოწმდება. ამ ეტაპზე პაციენტი არ დატოვებს კლინიკას იქიდან გამომდინარე, რომ მისთვის საკარანტინო ვადა ჯერ არ გასულა. ეს პერიოდი გაიზარდა, თუ ადრე 14 დღეზე ვსაუბრობდით, დაავადების პროგრესირების ყველა მსუბუქი შემთხვევების საკარანტინო ვადა ამჯერად 20 დღემდე გაიზარდა. აქედან გამომდინარე პაციენტი ჩვენთან დაკვირვებას გააგრძელებს და როდესაც საბოლოო პასუხი გვექნება, ბინაზე მაშინ გავწერთ," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები