"ბრუკლინ ნეტსის" ლეგენდარულ კალათბურთელს კევინ დურანტს კორონავირუსი აქვს. დურანტის გარდა, COVID-19 ბრუკლინის კიდევ სამ მოთამაშეს დაუდგინდა, მათი ვინაობა უცნობია.
"ნეტსის" ინფიცირებულთა ოთხეულიდან სიმპტომები მხოლოდ ერთს აღენიშნება, დანარჩენ სამ შემთხვევაში სიმპტომები არ ვლინდება.
ტურინის "იუვენტუსმა" ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც კორონავირუსი ტურინული გუნდის კიდევ ერთ ფეხბურთელს დაუდგინდა. დანიელე რუგანის მსგავსად, ინფიცირებულია ბლეზ მატუიდი. მსოფლიოს ჩემპიონი ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს და ექიმების მეთვალყურებობის ქვეშაა.