ინფექციური ცენტრის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევები გუდაურის ფაქტს არ უკავშირდება.
როგორ მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, შესაძლო შემთხვევების სტატუსით ინფექციურში შეყვანილი იყო რამდენიმე პირი, თუმცა მათთან, ეს დაავადება გამოირიცხა და საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს:
"ეს არ არის გუდაურის შემთხვევები. გუდაურიდან, როგორც შესაძლო შემთხვევა ჩვენთან შემოყვანილ იქნა სადიაგნოსტიკოდ რამდენიმე პირი, მათთან გამოირიცხა ეს დაავადება და გადაყვანილები არიან საკარანტინო სივრცეში. რამდენიმე ასეთი კონტაქტის კვლევა ჩვენთან მოხდა, მაგრამ ნეგატიური იყო,"- განაცხადა ეზუგბაიამ.