10 სექტემბერი 2026,   23:01
ვრცლად
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელსაც კომპანია "გილიარდი" სამკურნალო პრეპარატს მიაწვდის - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის ინფექციის სამკურნალოდ მსოფლიოში რამდენიმე პრეპარატის გამოცდა მიმდინარეობს, ერთ-ერთი ასეთი პრეპარატის გამოცდას აწარმოებს "გილიარდიც", რომელიც საქართველოს მეგობარი კომპანიაა.

იმნაძის თქმით, "გილიარდთან" დაწყებულია მოლაპარაკება, რომ პრეპარატის გამოცდის წარმატებით დასრულების და რეგისტრაციის მიღების შემთხვევაში, საქართველოს პრეპარატი ერთ-ერთ პირველს მიეწოდოს:

"მსოფლიოში მიმდინარეობს რამდენიმე მსხვილი კომპანიის მიერ სხვადასხვა პრეპარატების გამოცდა სამკურნალოდ, მათ შორის, არის მალარიის საწინააღმდეგო, შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატები გამოყენებული. ერთ-ერთი ასეთი არის საქართველოს ძალიან დიდი მეგობარი კომპანია "გილიარდი."  ამ კომპანიასაც აქვს პრეპარატი, რომელიც გადის ამჟამად გამოცდას.  თუ ეს გამოცდები წარმატებით დამთავრდება და  პრეპარატი მიიღებს სათანადო რეგისტრაციას, უკვე დაწყებულია "გილიარდთან" მოლაპარაკება იმის თაობაზე, რომ რადგანაც ძველი მეგობრები ვართ, იმ დროს თუ იქნება ეს წამალი უკვე, რომ ერთ-ერთი პირველი ჩვენც მოგვცენ,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები