საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საკადრო ცვლილება განხორციელდა. გენერალური პროკურორის მოადგილედ ნათია მერებაშვილი დაინიშნა.
მანამდე ნათია მერებაშვილს საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები მიმართულია სისტემის ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლებისა და განვითარებისკენ.