მეჩეთებში ჯგუფურად ლოცვები დროებით აიკრძალა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში მიიღეს.
საუბარია პარასკევის და ასევე, იმ ლოცვების შესახებ, რომელზეც ბევრი ხალხი იკრიბება. გადაწყვეტილების შესახებ განცხადება საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ გააკეთა.
მისი თქმით, მეჩეთები არ იკეტება და მსურველები ლოცვებს ინდივიდუალურად შეასრულებენ.
შეზღუდვა კი მუსლიმთა კავშირმა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დააწესა.