18 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
ჩინეთის მიერ ნაჩუქარი ტესტები უკვე საქართველოშია

420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ტესტები, რომლითაც კორონავირუსსა და სხვა რესპირატორულ ვირუსებს გამოავლენენ, უკვე საქართველოშია. ამის შესახებ ჩინეთში საქართველოს ელჩი, არჩილ კალანდია სოციალურ ქსელში წერს

"სიჩუანის პროვინციის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი, 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების კორონა ვირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი ტესტები, შესაბამისი აღჭურვილობით და აპარატურით უკვე თბილისშია," - წერს კალანდია. 

დღის ამბები