ფოთში, კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში კომენდანტის საათის ამოქმედების შემდეგ, სადეზინფექციო საშუალებებით ცენტრალური ქუჩები მოირეცხა. ფოთის მერის გოჩა კურდღელიას თქმით, პროცესში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.
მისივე განმარტებით, გზების მორეცხვა ქალაქის ცენტრალური ქუჩებიდან დაიწყო და ყველა უბანს მოიცავს.