07 სექტემბერი 2026,   15:45
ვრცლად
კორონავირუსის ბოლო 18 შემთხვევიდან 5 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში დადასტურებული კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევიდან 5 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, ხუთივე ახალი პაციენტი უკვე არსებული პაციენტების კონტაქტებია.

მარინა ეზუგბაიას ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფექციურ საავადმყოფოში ტესტირება ჩაუტარდა 28 პაციენტს, რომელთაგან 5 იყო დადებითი, 3 პაციენტთან კი გაურკვეველი პასუხია, რომელიც განმეორებით ტესტირებას მოითხოვს.

მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში COVID 19-ით ინფიცირებული 38 პაციენტი მკურნალობს, ხოლო უკვე გაეწერა  29 პაციენტი.

კითხვაზე,  როგორია N 5 პაციენტის მდგომარეობა, მარინა ეზუგბაიამ უპასუხა, რომ იგი დამაკმაყოფილებელია და მის საბოლოო გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

საქართველოში დღეს დილით კორონავირუსის 14 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. 

დღის ამბები