10 სექტემბერი 2026,   22:07
ვრცლად
სამეგრელოს გუბერნატორი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, რეგიონი ჩაიკეტოს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუკი კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენის სამ უშუალო კონტაქტს განმეორებითი ანალიზის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა, რეგიონი, შესაძლოა ჩაიკეტოს.

საუბარია სამ კონტაქტზე, რომელსაც გუშინ ჩატარებული ანალიზით covid - 19 არ დაუდგინდა. ისინი ინფექციური საავამდყოფოდან ანაკლიის საკარანტინო სივრცეში უკვე დააბრუნეს.

გუბერნატორი ამბობს, რომ ინფიცირებული პირის კონტაქტების წრე ფართოვდება.

დღის ამბები