სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ "დღის კურიერში" სტუმრობისას განმარტა ის მიზეზები, თუ რატომ დაიხურა ბაზრები რეგიონში.
"ბაზრების დახურვის გადაწყვეტილება იყო ძალიან რთულად მისაღები. ჩვენ ვეცადეთ ამ ბაზრებთან კომუნიკაციის მეშვეობით, მათ მიეღოთ ის სავალდებულო რეკომენდაციები, რომელიც გათვალისწინებულია. სენაკის შემთხვევაში სრულად იქნა იგნორირებული ყველა მოთხოვნა და ჩვენ დავხურეთ ეს ბაზარი. არ გაიხსნება, ვიდრე არ მოწესრიგდებიან.
რაც შეეხება ფოთის ბაზარს, იქ ხალხმრავლობა ნაკლებია, მოწყვეტილია სოფლებისაგან და მათ ძალიან სწრაფად მოახდინეს ყველა იმ რეკომენდაციების დაცვა, რაც იქნა მათ მიმართ გამოთქმული. დღესაც აგრძელებენ ამ რეკომენაციების შესრულებას. ფულთან მიმართებაშიც ერთი მოლარის პრინციპს იცავენ.
რაც შეხება ზუგდიდის ბაზარს, აქ ხალხმრავლობაა ძალიან დიდი. გუშინ ჩვენ მივიღეთ ძალიან მძიმე სურათი ზუგდიდის ბაზარში. პრაქტიკულად, უკონტროლო მდგომარეობა იყო და დღეს ზუგდიდის ბაზარი იქნა დახურული. მალფუჭებადი პროდუქტების რეალიზებაში დავეხმარებით, ვსწავლობთ ამ საკითხს.
ბაზრების დაკეტივის ღონისძიება დროებითია და უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული," - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
ალექსანდრე მოწერელიას თქმით, ბაზრების დაკეტვა არ გამოწვევს რიგებს ქსელურ სუპერმარკეტებში, რადგან იქ მდგომარეობა რეგლულირდება.