კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხვალიდან ოზურგეთში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყება, ინფორმაციას ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
თერმოსკრინინგი ხვალ დაბა ნასაკირალში ჩატარდება. პროცედურა, ეტაპობრივად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებულ პუნქტს მოიცავს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, თერმოსკრინინგის ფარგლებში შეფასდება მოქალაქეთა ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოხდება მათი ჰოსპიტალიზაცია და ზუსტი დიაგნოსტიკა.