10 სექტემბერი 2026,   22:59
ვრცლად
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს სასურსათო კალათები ურიგდებათ

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისათვის სასურსათო პროდუქტის დარიგების მეორე ეტაპი.

ხობისა და სენაკის შემდეგ პროცესი ამჯერად ზუგდიდში მიმდინარეობს, სადაც 4200-ზე მეტი ბავშვი სასურსათო კალათს მიიღებს.

რეგიონში ასევე აქტიურად მიმდინარეობს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სასურსათო პროდუქტის დარიგება, სააღდგომო პერიოდში ჯამში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრაში 5000-ზე მეტი ოჯახი სასურსათო კალათას მიიღებს.

პროდუქტის დარიგება სპეციალისტების რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს.

დღის ამბები