12 ოქტომბერი 2024,   16:12
ვრცლად
კორონავირუსით საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

კორონავირუსმა საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი იმსხვერპლა. 70 წელზე მეტი ასაკის პაციენტი ბათუმში, "მედალფაში" გარდაიცვალა. 

კლინიკის რეგიონული მენეჯერის, ლევან ანთაძის ინფორმაციით, პაციენტი 8 აპრილს შეიყვანეს "მედალფაში", გადიოდა ინტენსიური თერაპიის კურსს, 13 აპრილიდან ის მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. 

პაციენტის გარდაცვალება დღეს 21:50 საათზე დაფიქსირდა.

ანთაძის თქმით, ინფიცირებულს კორონავირუსის გარდა აღენიშნებოდა სხვა თანმხლები დაავადებები -  შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. 

მისივე ინფორმაციით, პაციენტი ქობულეთის კლასტერს უკავშირდებოდა.

დღის ამბები