10 მაისი 2024,   22:08
ვრცლად
"გაერთიანებულ სამეფოს მინიმუმ წლის ბოლომდე მოუწევს ზოგიერთი შემზღუდავი სოციალური ზომის ატანა“ - მთავრობის მრჩეველი სამედიცინო საკითხებში

გაერთიანებულ სამეფოს მინიმუმ წლის ბოლომდე მოუწევს ზოგიერთი შემზღუდავი სოციალური ზომის ატანა - ამის შესახებ განცხადება სამედიცინო საკითხებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მთავარმა მრჩეველმა განაცხადა. 

პროფესორ კრის უიტის განცხადებით, აბსოლუტურად არარეალისტურია იმის მოლოდინი, რომ უცებ ცხოვრების ჩვეულ სტილს დავუბრუნდებით, თან მალე.

მისივე განცხადებით, გრძელვადიან პერიოდში იდეალური გამოსავალი, მეტად ეფექტური ვაქცინით ან პრეპარატით ამ დაავადების მკურნალობა იქნებოდა.

თუმცა, მან მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მომდევნო კალენდარულ წელს ვაქცინის ან პრეპარატის გამოჩენის შანსები ძალზედ მცირეა.

"ეს დაავადება არც აღმოიფხვრება და არც გაქრება" - განაცხადა კრის უიტმა კორონავირუსის საკითხებზე გამართულ ყოველდღიურ სამთავრობო ბრიფინგზე.

"ამდენად, ფაქტად უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ გლობალურად მოგვიწევს დაავადებასთან ერთად მუშაობა პროგნოზირებად მომავალში, " - აღნიშნა მრჩეველმა.

უახლესი მონაცემებით დასტურდება, რომ დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებში ვირუსმა დამატებით 759 ადამიანი შეიწირა, რითაც გარდაცვლილთა ჯამური რაოდენობა 18,100 ადამიანამდე გაიზარდა.

პროფესორი უიტი დასძენს, რომ საზოგადოება პიკის შემდეგ არ უნდა ელოდეს კორონავირურთან დაკავშირებული გარდაცვლილთა რაოდენობის უცაბედ კლებას და გაქრობას.

"გრაძელვადიან პერიოდში ამ სიტუაციიდან გამოსავალი იდეალურ შემთხვევაში ორიდან ერთი იქნება" - აცხადებს ბრიტანელი პროფესორი.

 

დღის ამბები