18 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
ბოჭორიშვილის კლინიკაში COVID-19-სგან 2 პაციენტი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უკვე 114-მდე გაიზარდა. მოიმატა მაჩვენებელმა დადასტურებულ შემთხვევაშიც და ის შეადგენს 431. გარდაცვლილია 5 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში რჩება 5888 .სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 571. ახალ პაციენტებს შორის არის 2 ადამიანი, რომელთა ისტორიაც მარნეულში გავრცელებულ ვირუსის კერს უკავშირდება.

"ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 45 პაციენტი, აქედან 22 პაციენტს დადასტურებული აქვს COVID-19-ის დიაგნოზი. 22 პაციენტიდან 2 არის ახალი, გადმოყვანილია მარნეულიდან, არიან მოზრდილები, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გვაქვს 2 გამოჯანმრთელება, მოზრდილების. არასრულწლოვნების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი ექვსნი არიან," - განაცხადა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა.

დღის ამბები