18 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
5 დაინფიცირებული ექიმიდან ერთს კორონავირუსზე ტესტი რამდენჯერმე ჩაუტარდა - მამაკაცი, სავარაუდოდ, მორიგეობისას დაინფიცირდა

5 ინფიცირებული ექიმიდან ერთს კორონავირუსზე ტესტი რამდენჯერმე ჩაუტარდა. თავდაპირველად, ის მაღალი ტემპერატურით რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ვირუსი არ დაუდასტურდა. 

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლია გოლიაძე აცხადებს, რომ ორკვირიანი კარანტინის შემდეგ ექიმი მორიგეობაზე გავიდა და, სავარაუდოდ, სწორედ მაშინ დაინფიცირდა. 

"ბატონი იყო კარანტინში რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მაშინ ჩატარდა ტესტირება და იყო უარყოფითი. არანაირი საკარანტინო რეჟიმი არ დაურღვევია, იყო ორკვირიან კარანტინში. ორი კვირა რომ გავიდა კარანტინიდან და არაფერი აწუხებდა, თან ტესტი ჩატარებული ჰქონდა, შემდეგ კიდევ მიეცა ერთი მორიგეობა და, სავარაუდოდ, იმ მორიგეობის დროს დაინფიცირდა,"- განაცხადა ლია გოლიაძემ.

შეგახსენებთ, რომ სასწრაფოს 5 ექიმს, რომლებიც ბოლნისში მუშაობდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ. ექიმები ​ავლაბარის საკარანტინო სივრცეში ეტაპობრივად გადმოიყვანეს, მას შემდეგ, რაც 13 აპრილს მათ ერთ-ერთ კოლეგას ვირუსი დაუდგინდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები