25 აპრილი 2024,   18:59
ვრცლად
ფოთის ცხელების ცენტრში საერთო ჯამში 99 მედიკოსი გამოიკვლიეს

ფოთიდან COVID19-ზე პრევენციული ღონისძიების ფარგლებში ლუგარის ლაბორატორიაში 14 პირის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა გამოსაკვლევად, რომელთაგან 11 სამედიცინო სფეროს მუშაკია, 3 - ცხელების ცენტრში მოთავსებული მსუბუქი რესპირატორული სიმპტომების პაციენტია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლის ინფორმაციით, ლაბორატორიული დასკვნა ხვალ გახდება ცნობილი. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სულ 99 მედიკოსი გამოიკვლიეს, მათგან 26-ის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

"ზოგადად ფოთში არის სიმშვიდე. არ გვყავს არცერთი ინფიცირებული. "ცხელების ცენტრიდან" გაგზავნილია 14 პირის ბიოლოგიური მასალა, აქედან 3 პაციენტის, რომელთაც ცხელება აღენიშნებათ და 11 მედპერსონალის. ამ დროისათვის "კოვიდ 19" -ზე ფოთში სულ 99 მედიკოსია გამოკვლეული, აქედან ველოდებით 26-ის პასუხებს, დანარჩენი ყველა უარყოფითია.

თვითიზოლაციაში არის 33 საერთაშორისო გადაზიდვებზე მომუშავე მძღოლი. სამი პირი გვყავდა საკარანტინო სივრცეში, მაგრამ სამივე გათავისუფლდა. აღებულ სინჯებზე მივიღეთ უარყოფითი პასუხები,"- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.

დღის ამბები