10 სექტემბერი 2026,   22:20
ვრცლად
ახალციხის ცხელების ცენტრში COVID-19 მეოთხე პაციენტს დაუდასტურდა - ის კლინიკაში ბაკურიანის საკარანტინო ზონიდან შეიყვანეს

ახალციხის ცხელების ცენტრში COVID-19 მეოთხე პაციენტს დაუდასტურდა. სამედიცინო დაწესებულებამ ლუგარის ლაბორატორიიდან საეჭვო პაციენტების ანალიზის პასუხები 7 მაისს მიიღო. ინფიცირებული სამკურნალო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს. 

"11 პასუხი მივიღეთ, აქედან ცხრა პაციენტი, ორი კი ჩვენი თანამშრომელია. ყველა პასუხი უარყოფითია, გარდა ერთისა, რომელიც ბაკურიანის საკარანტინო ზონიდან გადმოიყვანეს. ჩვენი რეგიონის მკვიდრი არ არის," - განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

გიორგი ბარიმაძის თქმით, შუა ხნის პაციენტს მოგზაურობის ისტორია აქვს. იგი ადგილობრივი არ არის და არც მოსახლეობასთან ჰქონია შეხება, რეგიონში ორკვირიანი კარანტინის გასავლელად, იზოლირებულად ჩაიყვანეს.

დღის ამბები