მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მალხაზ თორიამ და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ მიულოცეს. ხელისუფლების წარმომადგენლები 97 წლის კარლო ლაგვილავას ანაკლიაში ესტუმრნენ და სახელმწიფო რწმუნებულის საჩუქარი გადასცეს.
რეგიონში მეორე მსოფლიო ომის 18 მონაწილეა, თითოეულ მათგანს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისგან ფულადი დახმარება და სახელმწიფო რწმუნებულის საჩუქრები გადაეცემა.