01 მაისი 2024,   11:11
ვრცლად
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლის შემდეგ შტაინმაიერი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით, გერმანიის მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა, მეტად ფხიზლად იყვნენ იმ ბოროტების წინაშე, რომელიც გერმანიაში ახალი იერით შეიძლება დაბრუნდეს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ქვეყნის პრეზიდენტმა გამოთქვა მწუხარება, რომ ცერემონიას ვერ ესწრებოდნენ იმ ალიანსის ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებმაც ერთად დაამარცხეს ნაცისტური გერმანია. გერმანიის პრეზიდენტთან ერთად, ბერლინის მემორიალ Neue Wache-ში იმყოფებოდნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი.

შტაინმაიერმა ასევე თქვა, რომ ახლა გერმანია ძლიერი დემოკრატიაა მშვიდობიანი და ერთიანი ევროპის შუაგულში, სარგებლობს ნდობითა და საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად მიღწეული შედეგებით.

დღის ამბები