10 სექტემბერი 2026,   18:48
ვრცლად
EMC დეპუტატ ენზელ მკოიანის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც მმართველი გუნდის დეპუტატის ენზელ მკოიანის სახელი ფიგურირებს.

ორგანიზაცია სამართალდამცველ ორგანოებისგან მოითხოვს, სამცხე-ჯავახეთში მომხდარი დეპუტატთან დაკავშირებული ყველა ძალადობრივი დაპირისპირება დამოუკიდებელად და ეფექტიანად იყოს გამოძიებული.

EMC-ის კიდევ ერთი ადრესატია მმართველი პოლიტიკური პარტია. ორგანიზაცია "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, გადახედოს ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთში კლანური ძალაუფლებისა და მმართველობის მკვეთრად ანტიდემოკრატიულ ფორმებს.

დღის ამბები