03 მაისი 2024,   06:50
ვრცლად
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პანდემიის ზიანის შესამსუბუქებლად დახმარების პაკეტი დაამტკიცა

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ პანდემიის ზიანის შესამსუბუქებლად დახმარების პაკეტი დაამტკიცა. დახმარება სამ ტრილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ინიციატივას 208 კონგრესმენმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 199 იყო. პაკეტი მოიცავს ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის ტესტებისთვის თანხის გამოყოფას, ასევე ამერიკელებისთვის ფულად კომპენსაციასა და მედ პერსონალის დახმარებას. ინიციატივა ახლა უკვე სენატმა უნდა დაამტკიცოს. დამტკიცების შემთხვევაში, ეს შტატების ისტორიაში უმსხვილესი ფინანსური დახმარების პაკეტი იქნება.

"ეს პაკეტი დროულია, რადგან ვირუსი არ იცდის. არ იცდის გადასახადები, ქირის საფასური, შიმშილი. ადამიანები სამუშაოს კარგავენ . კარგავენ საყვარელ ადამიანებს . დროული ტესტირებით ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია," - აცხადებს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი.

დღის ამბები