28 აპრილი 2024,   13:26
ვრცლად
რამზან კადიროვი შესაძლოა კორონავირუსით იყოს ინფიცირებული - დაუდასტურებელი ინფორმაციით ჩეჩნეთის ლიდერი მოსკოვის კლინიკაშია გადაყვანილი

რეგიონში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მატულობს. რუსეთში გასულ დღე-ღამეში COVID-19-ით 127 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანა ინფიცირების შემთხვევების რიცხვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან დახმარების სახით ხელოვნური სუნთქვის 50 აპარატი მიიღო. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მოსკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი.

მედიაში გავრცელებული ვერსიით, კადიროვი, შესაძლოა, კორონავირუსით იყოს ინფიცირებული.

4 200-ს აჭარბებს გარდაცვლილთა რიცხვი თურქეთში. სომხეთში ეს მაჩვენებელი 70-მდე, აზერბაიჯანში კი 44-მდეა გაზრდილი.

ბოლო 24 საათში გარდაცვალების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა ბრაზილიაში, სადაც ინფიცირების შემთხვევების საერთო რიცხვმა 300 ათასს გადააჭარბა. პანდემიის ეპიცენტრად კვლავ აშშ რჩება. ევროპის ქვეყნებში კი მძიმე პაციენტების კლების ტენდენციაა შენარჩუნებული.

დღის ამბები