დღეიდან გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აღდგება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, სტომატოლოგიური დაწესებულებების ახალი გაიდლაინი დაწესდა. მუშაობის უფლება ექნებათ მხოლოდ იმ კლინიკებს, რომლებმაც შესაბამისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს.
ჯანდაცვის უწყების მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციების თანახმად, Covid-19-ით ინფიცირების რისკის პრევენციისთვის, სტომატოლოგიურ კლინიკაში პაციენტის თერმოსკრინინგი და ხელების ანტისეპტიკური დამუშავება დაწესებულებაში შესვლისთანავე დაიწყება. ასევე ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციების თანახმად, დაწესებულებაში უნდა იყოს დისტანციური თერმომეტრი, პაციენტის რისკის შეფასების კითხვარი, ერთჯერადი ხელსახოცები სტომატოლოგიურ კაბინეტში და საპირფარეშოებში, ხელის სადეზინფექციო საშუალებები პერსონალისთვის და პაციენტებისთვის.
დარბაზულ სისტემაში კი უნდა არსებობდეს 4-მეტრიანი დისტანცია. უნდა იყოს საკმარისი სივრცე მიმღებსა და მოსაცდელში პაციენტების სკრინინგის, უსაფრთხოდ შემოსვლის და ერთმანეთთან დისტანცირებისთვის.