18 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდზე შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდზე შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. რუსი ე.წ. მესაზღვეები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ პირებს ატარებენ.

დილიდან ენგურის ხიდზე ხალხმრავლობაა. ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლამდე მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ და მათ ენგურის ხიდის გაღმა მხარესაც ამოწმებენ.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის მიზეზით ენგურის ხიდი 27 თებერვალს დაიკეტა. ამ დრომდე ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში ადამიანებს მხოლოდ სამკურნალოდ ატარებენ. გადაადგილება თავისუფალია ენგურჰესის თანამშრომლებისთვის.

დღის ამბები