18 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით ინფიცირებული მედდა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომელია - ეპიდემიოლოგები საბურთალოზე კიდევ ერთ მისამართზე მუშაობენ

ე.წ. საბურთალოს კლასტერში შესაძლოა ახალი მისამართი გაჩნდეს. ეპიდემიოლოგები, ამ წუთებში, საბურთალოს უბნის კიდევ ერთ საცხოვრებელ კორპუსში ატარებენ ტესტირებას. ექიმები იკვლევენ იმ პირებს, ვისაც ინფიცირებული ექთნის, ასევე, ინფიცირებულ ბიძაშვილთან ჰქონდათ კონტაქტი.

საბურთალოს კლასტერი ამ დროისთვის გულისხმობს 11 ინფიცირებულს, მათგან 7 არის ერთი ოჯახის წევრი - ინფიცირებული მედდა და ასევე მისი ოჯახის 6 წევრი, ასევე მისი 4 ნათესავი - ბიძაშვილი ქალი, მისი მეუღლე და მათი 2 შვილი. 

მედდის ნათესავი ახალგაზრდა ქალი დაახლოებით 5 დღის წინ სხვა ნათესავებთან იმყოფებოდა საბურთალოზე მდებარე სახლში და სწორედ ამ სახლში მუშაობენ ამჟამად ეპიდემიოლოგები. ჯერჯერობით, კორონავირუსის შემთხვევა ამ საცხოვრებელ სახლში არ გამოვლენილა და ნათესავებმა ლუგარის ლაბორატორიას თავის დაზღვევის მიზნით მიმართეს.

"კურიერმა" გაარკვია, რომ ინფიცირებული მედდა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობს.კლინიკის მენეჯმენტის მხრიდან ამ თემაზე კომენტარი არ გაკეთებულა. რაც შეეხება იმ კორპუსს, სადაც ინფიცირებული მედდა ცხოვრობს, ამ საცხოვრებელ სახლში ეპიდემიოლოგები დილიდან მუშაობდნენ და ტერიტორია ცოტა ხნის წინ დატოვეს. სპეციალისტებს არ დაუკონკრეტებიათ, რა რაოდენობის ანალიზების აღება მოხდა.

დღის ამბები