12 სექტემბერი 2026,   16:22
ვრცლად
გამომძიებელი, რომელმაც ვითომ გაჩხრიკა რურუა და დააკავა, შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილა - დიმიტრი საძაგლიშვილი

საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის განხილვა გრძელდება. დღეს პროცესზე სამი მოწმე დაიკითხება, მათ შორის ორი ექსპერტი და ერთი გამომძიებელი ზურაბ ბერუაშვილია. სწორედ მან აიღო დნმ-ის ნიმუში ბრალდებულისგან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სხდომაზე რურუას ადვოკატებმა მოსამართლის აცილებაც მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. გიორგი რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, გამომძიებელი, რომელიც მიჩნეულია იმ პირად, რომელმაც რურუა გაჩხრიკა და დააკავა, შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა.

"გამომძიებელი, რომელმაც უშუალოდ ვითომ გაჩხრიკა გიორგი რურუა, შეადგინა ჩხრეკის ოქმი, განუმარტა უფლებები, დააკავა და ასე შემდეგ, არ ყოფილა საერთოდ შემთხვევის ადგილზე და ამის დასადასტურებლად ჩვენ მოსამართლეს ვთხოვეთ, რომ მოეცა ნებართვა მაგთიკომიდან და ჯეოსელიდან გამოგვეთხოვა ანძების მონაცემები. სასამართლომ ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად მართლა არ ყოფილა და უბრალოდ ახლა უკვე მოსამართლეც დანაშაულის დაფარვაში ჩაერთო და ამ პროცესში მონაწილეობს და ამითაა დაკავებული ბატონი ვალერიან ბუგიანიშვილი  და არა საქმის განხილვით," - აცხადებს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.  მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დღის ამბები