თურქეთში მკვლელობისთვის ძებნილი დანაშაულებრივ-ორგანიზებული ჯგუფის დაკავების საქმეში ახალი დეტალებია. "კურიერმა" გაარკვია, რომ ის სამივე ბინა, რომელშიც დაკავებულები იარაღს ინახავდნენ და საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იმალებოდნენ, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს ეკუთვნის.
სწორედ სუს-ის თანამშრომლის სახელზეა გაფორმებული სამივე ბინა, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა.
ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლემ უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების თაობაზე. არ არის გამორიცხული, მათ ბრალი დაუმძიმდეთ.
არსებობს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ძებნილი საქართველოში ტრაილერით შემოვიდა ისე, რომ კონტროლი არ გაუვლია. თურქეთის 9 მოქალაქეს საზღვრის უკანონო კვეთასა და იარაღის ტარებაში ედავებიან. მათ შორის არის ცნობილი კრიმინალი, დაჯგუფების ლიდერი, რომელსაც თურქი სამართალდამცველები წლებია, ეძებდნენ.