26 აპრილი 2024,   19:19
ვრცლად
რა ვითარებაა აშშ-ში - ქართლოს შარაშენიძე "დღის კურიერს" მოვლენების ეპიცენტრიდან, ვაშინგტონიდან ჩაერთო 

"ამერიკის ხმის" ჟურნალისტმა ქართლოს შარაშენიძემ "დღის კურიერში" ჩართვისას ისაუბრა იმ პროცესებზე, რომელიც პოლიციელის მიერ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვითარდება. ქართლოს შარაშენიძე ეთერში მოვლენების ერთ-ერთი ეპიცენტრიდან თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩაერთო.

"გასული ღამე იყო ბოლო ღამეების განმავლობაში ყველაზე მშვიდი, მაგრამ ასევე იყო ყველაზე ხალხმრავალი აქცია.  

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი იბრძვიან სამართლიანობისთვის და გეგმავენ, რომ არ შეწყვიტონ აქციები.

ახლა ყველა ქალაქში იმყოფება მხოლოდ ეროვნული გვარდია, რომელიც ემორჩილება ადგილობრივ ხელისუფლებას, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ მან შესაძლოა გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება, რომელსაც მას აძლევს 1807 წლის კანონი ე.წ ამბოხის აქტი, ის უფლებას ანიჭებს პრეზიდენტს მიავლინოს ქვეყნის შიგნით ფედერალური ჯარი. ბოლოს ეს 1992 წელს მოხდა კალიფორნიაში," - განაცხადა ქართლოს შარაშენიძემ.

დღის ამბები