27 სექტემბერი 2020,   10:08
ვრცლად
"კურიერიმა" ბაგებში მომხდარი სისხლიანი გარჩევის მოტივი და დაჭრილების ვინაობა გაარკვია

"კურიერისთვის" ცნობილი ხდება ბაგებში მომხდარი სისხლიანი გარჩევის მოტივი, რომლის დროსაც 2 ადამიანი დაიჭრა. უთანხმოება ევროპის მოედანზე მდებარე ბარის "არტ-ჰაუსის" წილებს მოჰყვა. ცნობილია კონფლიქტში მონაწილე პირების ვინაობაც. სროლას ბაგებში წინ შელაპარაკება უძღვოდა. სროლა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

ერთ-ერთ დაჭრილს ჭრილობები სახისა და ბარძაყის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული, ხოლო მეორეს დაზიანებები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

დაშავებულები ამ დროისთვის ხეჩინაშვილის კლინიკაში აგრძელებენ მკურნალობას. მათ გვიან ღამით ოპერაციაც ჩაუტარდათ.

"კურიერმა" ასევე "არტ ჰაუსის" ერთ-ერთი მოწილის ვინაობაც გაარკვია. "კურიერის" ინფორმაციით, ის გუშინ მომხდარი დაპირისპირების დროს ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია. მან ტერიტორია მალევე დატოვა და ამბობს, რომ დაჭრილთაგან მხოლოდ ერთ-ერთს იცნობს. "არტ ჰაუსის" ერთ-ერთმა მოწილემ სამართალდამცავებს მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა და ის მოწმის სტატუსით დაიკითხა. ის ამ დრომდეც პოლიციის განყოფილებაში რჩება, ხოლო მისი უფლებადამცველი "კურიერის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ბაგებში, სადაც ორი მამაკაცი დაიჭრა, ექსპერტ-კრიმინალისტები გვიან ღამემდე მუშაობდნენ. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში სამართალდამცველებმა მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ერთ-ერთი ავტომობილიც გაჩხრიკეს. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

დღის ამბები