სპორტსმენ გიორგი კანდელაკის სახლში სამართლადამცველებმა საგამოძიებო სამუშაოები ჩაატარეს. სავარაუდოდ, სპორტსმენის სახლში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები 18 წლის მამაკაცის ცემას უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი კანდელაკის შვილი თარაშ კანდელაკი ერთი-ერთია, ვინც სცემა 18 წლის ახალგაზრდას, რომელიც მრავლობითი დაზიანებებით თბილისის კლინიკა "ჯერარსშია" გადმოყვანილი.
პოლიციამ უკვე დაკითხა ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდები და მათი მშობლებიც.
შეგახსენებთ, რომ თვითმხილველების ცნობით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება გასული ღამის 2 საათზე დაიწყო და ჩხუბში 20-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. ჩხუბის შედეგად 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა მძიმე დაზიანებები მიიღო, მათ შორის სახის ძვლებისა და ფუძის მრავლობითი დაზიანება. ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს.