18 ნოემბერი 2024,   21:55
ვრცლად
მედიკოსთა კლასტერზე საუბარი ცოტა უხერხულია - ლევან რატიანი

"ცოტა უხერხულია, ამას დავუძახოთ მედიკოსთა კლასტერი"- ასე უპასუხა თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა "დღის კურიერის" კითხვას მედიკოსებში ინფექციის შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით. რატიანმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში სამედიცინო მუშაკების 20% ამ  ვირუსით ინფიცირდება. 

"ცოტა უხერხულია, ამას დავუძახოთ მედიკოსთა კლასტერი. თქვენ იცით, რომ ჩემს კლინიკაშიც დაინფიცირდა რამდენიმე, არც ერთ კლინიკას არ სურს ინფიცირება, მაგრამ დგება მომენტი, როცა ჩვენ უძლურები ვხდებით ინფექციასთან ბრძოლაში. ვიცავთ ყველა იმ ჰიგიენურ ნორმებს, მაგრამ სამწუხაროდ, დგება მომენტი, როცა არ ვიცით როგორ, მაგრამ გვემართება.

საბედნიეროდ, ჩვენს კლინიკაში არც ერთი მათგანის მდგომარეობა არ დამძიმებულა, ყველა გაეწერა სახლში. იმედია, იმ კლინიკებში, რომელთაც დაუინფიცირდათ მედიკოსები, მათთანაც ასე წავა. უხერხულია მედიკოსთა კლასტერზე საუბარი, რადგან სწორედ ისინი არიან ადამიანები, რომელთაც ყველაზე ხშირი შეხება აქვთ პაციენტთან და უშუალო კონტაქტში არიან.

სამყაროს მონაცემებით, მედიკოსების 20% ინფიცირდება. მთავარია, ინფექცია რამენაირად შევაკავოთ,"-განაცხადა ლევან რატიანმა.

დღის ამბები