ვარკეთილში მასშტაბური ხანძარი საფრთხეს უქმნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბენზინგასამართი სადგურის უსაფრთხოებას. ხანძრის გავრცელების კერებთან ახლოს განთავსებულია "ლუკოილის" ბენზინგასამართი სადგური, რაც ხანძრის საშიშროებას ამწვავებს. ამ წუთებში ღია ცეცხლი ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს არის.
ადგილზე მობილიზებულია 18 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მიმდებარე ყერიტორიაზე განთავსებულია ასევე საცხოვრებელი სახლები, მაცხოვრებლები გარეთ არიან გამოსული.
სამართალდამცავებს ტერიტორია შემოსაზღვრული აქვთ და ცდილობენ, მოქალაქეები სახიფათო ზონასთა ახლოს არ იდგნენ.
ადგილზე იმყოფება მერის მოადგილე. ასევე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი. მისი განცხადებით, ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ფართობი კი, რომელზეც ცეცხლია გავრცელებული საკმაოდ დიდია.
ირგვლივ მდებარე საცხოვრებელ კორპუსებში უსაფრთხოების მიზნით ელექტროენერგია გამორთეს.
მოვაჭრეებს, რომლებსაც ცეცხლმოკიდებული ჯიხურების ახლოს პროდუქცია ჰქონდათ განთავსებული შეძლებისდაგვარად პროდუქციის გამოტანის საშუალება მიეცათ.