10 სექტემბერი 2026,   22:25
ვრცლად
პატიმრობის მეათე დღე - მოლაპარაკება რუსეთთან 23 წლის მწყემსის დასაბრუნებლად შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით მიმდინარეობს

პატიმრობის მეათე დღე - 23 წლის დავით ვარდოშვილის შესახებ, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს, სიახლე ამ დრომდე არაფერია. ახალგაზრდის დაპატიმრების მიზეზი, სავარაუდოდ, საზღვრის უკანონო კვეთაა. მომხდარი ერთი კვირის განმავლობაში არ ხმაურდებოდა. ამჟამად მოლაპარაკება რუსეთთან მწყემსის დაბრუნებაზე შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით მიმდინარეობს.

ტერიტორიას, სადაც 13 ივნისს საქართველოს მოქალაქე დააკავეს, ადგილობრივები "ყადორის მთას" უწოდებენ და მას სოფელ ალმატის მცხოვრებლები პირუტყვის საძოვრად იყენებს.

დღის ამბები