მაშველებმა ბათუმში ზღვაში გაუჩინარებული კაცის ცხედარი იპოვეს
24-06-2020 11:01
ბათუმში მაშველებმა, ზღვაში გაუჩინარებული მამაკაცის გარდაცვლილი იპოვეს. 41 წლის მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. სამაშველო-სამძებრო სამუშაოები 2 დღე მიმდინარეობდა.
გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.