27 დეკემბერი 2024,   03:08
ვრცლად
23 წლის ქალის დაწვაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ბენზინი ავტომობილისთვის შეიძინა - მას პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქალის დაწვაში ბრალდებულის აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა დაასრულა და 24 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, ის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ბენზინი ავტომობილში საწვავის ჩასასხმელად შეიძინა.  

"ის განზრახ მკვლელობის მცდელობას არ აღიარებს. დანარჩენი სასამართლოს მიმდინარეობისას გაირკვევა, თუ რა დანაშაულთან გვაქვს საქმე. მასალებიდან გამომდინარე, მან განაცხადა, რომ ავტომანქანაში უნდა ჩაესხა ბენზინი,"- აცხადებს ადვოკატი. 

23 წლის ქალი, რომელსაც სხეულის თითქმის 40 % აქვს დამწვარი, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მამაკაცს ბრალი ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მცდელობაში ედება, რაც 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, 29 ივნისს, 24 წლის მამაკაცმა ყოფილი შეყვარებულის, 23 წლის გოგონას დაწვა სცადა. გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა ქალს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მისი მოკვლა სცადა. ნივთმტკიცებად შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ბენზინის ბოთლი. 

დღის ამბები