ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართავს და უწყებას სასამართლოს იმ გადაწყვეტილების აღსრულებას სთხოვს, რომლითაც იუსტიციის სამინისტროს მისთვის ელექტრონულ რეესტრთან წვდომის უფლება უნდა აღედგინა.
ბაჩანა შენგელიას თქმით, მის სანოტარო ბიუროს ხელოვნურად უქმნიან ისეთ პრობლემებს, რომლითაც საქმიანობის გააგრძელებს ვეღარ ახერხებს.
"მე უკვე მესამე დღეა წარვადგინე აღნიშნული გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში, რომლითაც დადგენილია, რომ უნდა ჩამერთოს შესაბამისი პროგრამები, უნდა მომეცეს წვდომა სანოტარო რეესტრზე და დავიწყო მუშაობა. თუმცა იუსტიციის სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას ნებაყოფლობით არ ასრულებს და მე სამწუხაროდ იძულებული გავხდი, იძულებით სააღმსრულებლო პროცედურებს მივმართო," - აცხადებს ბაჩანა შენგელია.