სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები სასმელი წყლით უზრუნველყოფას მოითხოვენ და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, 150-მდე ოჯახს ყოველდღიურად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ.
"დავიღალეთ, ამ სიცხეში გაუსაძლისია უწყლობა. გრაფიკითაც არ მოდის. გვიწევს კილომეტრების გავლა, რომ სასმელი წყალი მაინც მოვიმარაგოთ. არ გავჩერდებით. საარჩევნოდ რომ გვპირდებიან, ერთხელ მაინც შეასრულონ დანაპირები. გავაგრძელებთ პროტესტს და გადავკეტავთ გზას," - აცხადებენ ადგილობრივები.
მოსახლეობის პროტესტს შეუერთდა სამოქალაქო მოძრაობის კახეთის რეგიონის ხელმძღვანელი. ნინო გოგოლაშვილის თქმით, სოფლის გამოყოფილი თანხები ადგილობრივებმა ხელისუფლებამ არამიზნობრივად დახარჯა.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.