09 აგვისტო 2020,   18:04
ვრცლად
მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 12 მილიონს უახლოვდება

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 12 მილიონს უახლოვდება. სიტუაცია განსაკუთრებით დამძიმდა ინდოეთში, სადაც ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 000-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ მაჩვენებლით ინდოეთმა რუსეთს გადაუსწრო და მსოფლიოში ინფიცირებულთა რეიტინგში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა.

ბრაზილიაში COVID-19-ის 26 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 602 პაციენტი. სწრაფად იზრდება პანდემიის მსხვერპლთა რიცხვი მექსიკაშიც - ქვეყანაში 5 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფიცირების შემთხვევები იზრდება ევროპაშიც. გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 219 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბრიტანეთში კი ვირუსი 516 ადამიანს დაუდგინდა.

ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია ისრაელში, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ის 755 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ავსტრალიაში კი კორონავირუსის გამო ორ შტატს შორის საზღვარი 100 წლის შემდეგ პირველად ჩაიკეტა.

დღის ამბები