25 აპრილი 2024,   19:13
ვრცლად
თენგო ბარბაქაძის ადვოკატი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებები მიზანმიმართულად ცდილობენ შაქარაშვილის საქმე მკვლელობისკენ წაიყვანონ

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებები მიზანმიმართულად ცდილობენ, შაქარაშვილის საქმე მკვლელობისკენ წაიყვანონ. გიორგი ფოფხაძის ამბობს, რომ მას გამოძიებასთან ბევრი კითხვის ნიშანი აქვს. 

"საქმე, რომელზე დღეს ვსაუბრობთ, ის ორი ტომი არ გადმომცემია მე და მოკლებული ვარ შესაძლებლობას, აღნიშნულთან დაკავშირებით ვისაუბრო, თუმცაღა საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანნი არის გამოძიებასთან მიმართებაში და ზოგადად, ჩნდება ასეთი შთაბეჭდილება, რომ 17 პირი არის დაკავებული ძალადობის მუხლით, ხოლო საზოგადოებაში ისეთი მუხტია და გამოძიებაც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მიზანმიმართულად სხვა კუთხით წავიდეს, რომელიც ცდილობს შაქარაშვილის საქმე მკვლელობის მიმართულებით წაიყვანოს,"- განაცხადა "დღის კურიერში" გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ.

დღის ამბები