18 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
გურჯაანის ბაზრის მოვაჭრეები მეპატრონეს კანონდარღვევაში ადანაშაულებენ და ტერიტორიაზე კონსტრუქციების დემონტაჟის შეჩერებას ითხოვენ

გურჯაანის ბაზრის მოვაჭრეები მეპატრონეს კანონდარღვევაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, შენობების ნაწილი, სადაც პროდუქტით და სხვადასხვა ნივთებით ვაჭრობდნენ, ღამით დაანგრიეს, რაა დროსაც მათ ზარალი მიადგათ.

მოვაჭრეების განმარტებით, მიწა რამდენიმე წლის წინ, კანონდარღვევით, კერძო პირზე გასხვისდა, რაც მაშინვე გააპროტესტეს, თუმცა მოგვიანებით ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ჯიხურებიც იგივე კერძო პირს გადაეცა.

ყოველივე ამის შემდეგ მხარეებს შორის სამართლებრივი დავა დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

მოვაჭრეები ობიექტების დემონტაჟის შეჩერებას იქამდე მოითხოვენ, ვიდრე სამართლებრივი პროცესი არ დასრულდება. ისინი, ნგრევის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებასაც ითხოვენ, სხვა შემთხვევაში კი პროტესტის დაწყებას გეგმავენ.

საპირისპიროს ამტკიცებენ ბაზრის ადმინისტრაციაში. დირექტორის ინფორმაცით, ტერიტორია კერძო საკუთრებაა და დემონტაჟის შესაბამისი ნებართვა მერიამ გასცა, რაც მათ მოქმედებას კანონიერს ხდის.

დღის ამბები