ვრცელდება ინფორმაცია საოკუპაციო ზოლთან კიდევ ერთი გატაცებულის შესახებ - საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი მამაკაცი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, გატაცება მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ადგილობრივების თქმით, 45 წლის ხვიჩა მღებრიშვილი დაახლოებით ერთი კვირის წინ გავიდა სახლიდან, მას შემდეგ არ დაბრუნებულა და ვარაუდობენ, რომ ის რუსმა ოკუპანტებმა უკანონოდ დააკავეს. ახლობლების თქმით, ხვიჩა მღებრიშვილს ოჯახთან სატელეფონო კომუნიკაცია არ ჰქონია.
ასევე არსებობს ვარაუდი, რომ ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის იზოლატორის კარანტინში იმყოფება.