06 მაისი 2024,   14:02
ვრცლად
"პანდემიამ გვასწავლა, რომ ჯანმრთელობა არ არის ფუფუნება" - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი

კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში 15 მილიონს აღწევს, 605 ათასი დაღუპულია. ყველაზე მეტი გარდაცვლილი ამერიკის შეერთებულ შტატებშია, მას მოჰყვება ბრაზილია და დიდი ბრიტანეთი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა 260,000-ით გაიზარდა. ამასთან, ვირუსს 7,360 ადამიანი ემსხვერპლა. ეს კი, 10 მაისის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადჰარნოს განცხადებით კი, ჯანმრთელობა არა ფუფუნება, არამედ სტაბილურობის საფუძველია.

"პანდემიამ გვასწავლა, რომ ჯანმრთელობა არ არის ფუფუნება, ესაა სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის საფუძველი, გვმართებს ყურადღება და ერთსულოვნება, რათა ეს ყველაფერი კაცობრიობამ შეინარჩუნოს,"- განაცხადა ტედროს ადჰარონმა.

დღის ამბები