28 აპრილი 2024,   13:54
ვრცლად
პანამაში თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

პანამაში თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა. 22 წლამდე ასაკის ოთხი ქალისა და სამი კაცის ცხედრები სამართალდამცველებმა ერთ-ერთ ტბასთან ახლოს, ტყეში არსებულ სამხედრო ბუნკერში ნახეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები კიდევ 6 ადამიანთან ერთად ტბაზე საცურაოდ მიდიოდნენ.

გაქცეულების განცხადებით, მათ თავს ორი შეიარაღებული პირი დაესხათ. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ფაქტზე კი ერთი ადამიანია დაკავებული.

დღის ამბები