09 მაისი 2024,   04:45
ვრცლად
ორმხრივი სროლა დაკრძალვის ცერემონიაზე - ჩიკაგოში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა

სროლა შეერთებულ შტატებში. ჩიკაგოში დაკრძალვის ცერემონიაზე ორმხრივი სროლის დროს 14 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულები ავტომობილიდან დაკრძალვაზე მისული ხალხის მიმართულებით ისროდნენ. საპასუხოდ ცეცხლი გახსნა დაკრძალვაზე მყოფმა რამდენიმე პირმაც.

პოლიციამ ადგილიდან ტყვიის 60 მასრა ამოიღო. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია. საგამოძიებო ორგანო თავდასხმის მოტივის დადგენას ცდილობს.

დღის ამბები