19 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ნაძალადევში ჩხრეკა ჩატარდა - რა ამოიღეს ვახო ჩიქოვანის ბიძაშვილის სახლიდან

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ნაძალადევში ერთ-ერთ სახლში ჩხრეკა ჩატარდა. საქმეზე დაკავებული ვახო ჩიქოვანის ბიძაშვილი გოგოს სახლიდან ტელეფონი ამოიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, მარიამ გოგილაშვილს ნარეკვავის დასახლებაში მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია გააჩნია, თუმცა მან გამომძიებლებს ჩვენების მიცემაზე უარი განუცხადა.

მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს მარიამ გოგილაშვილის ოჯახში, თუმცა მეზობლები ადასტურებენ, რომ მათ უბანში სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის. 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ოჯახმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას 19 ივნისს მიმართა. მანამდე ის ნარეკვავის დასახლებაში წვეულებაზე იმყოფებოდა.  

ახალგაზრდა ფეხბურთელი 22 ივნისს მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

დღის ამბები